„ეს პარტია დაიცალა შინაარსისგან,“ – განაცხადა დღეს, 16 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ენმ-ს მიერ რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენაზე საუბრისას.
შეგახსენებთ: ენმ-მ გუშინ, 15 აგვისტოს, რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა.
„ფაქტია, რომ ერთი და იგივე არარეიტინგული და უავტორიტეტო კადრების ტრიალი საპარლამენტო სიაში და ახლა უკვე მუნიციპალური მერების კანდიდატებად კიდევ უფრო ნათლად გვაჩვენებს, რომ ეს პარტია დაიცალა შინაარსისგან.
მათ რეალურად აქვთ კრიზისი. დიდი ხანი ვერ თანხმდებოდნენ კანდიდატებზე, მათ შორის არ მოხდა სრულად ყველა მერობის კანდიდატის წარდგენა, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ შიგნითვე საკმაოდ დიდი დაძაბულობა აქვთ და ვერ იყოფენ ადგილებს,“ – განაცხადა წილოსანმა.