“ათი ათასი ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის, ხოლო 71 ათას სტუდენტს ეს სტატუსი შეჩერებული აქვს და ასეთი ქვეყნის განათლების მინისტრი,არა მარტო ბიძინა ივანიშვილს აცხადებს ექვთიმე თაყაიშვილად არამედ მის პარტიას მიიჩნევს განათლებული თაობის გარანტად. ამგვარ მინისტრზე მეტი უბედურება რა შეიძლება იყოს ქვეყნის მომავლისათვის?”-ასე ეხმაურება შალვა ნათელაშვილი განათლების მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის განათლების სფეროში “ოცნების” განსაკუთრებულ წვლილზე საუბრობს: “თუ გინდათ გარანტირებულად განათლებული თაობა,” ოცნება” უნდა დარჩეს ხელისუფლებაში-ამბობს ჩხენკელი.