“მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი – ოზურგეთი არის ქალაქი, რომელსაც მე ვეძახი ლიდერების სამჭედლოს. არაერთი ცნობილი ქართველი ლიდერი, მოღვაწე, პოლიტიკოსი აღზარდა ამ კუთხემ. რად ღირს მხოლოდ ნოე ჟორდანიას ხსენება. მისი როლი უმნიშვნელოვანეს დროს, საქართველოს პირველი საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში
ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესწრებოდით ფოლკლორის სახლის გახსნას, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს – ჩამონათვალი ძალიან დიდია.
არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, თანაგუნდელი, ადამიანი, თანამედროვეობის ერთ-ერთ ლიდერ პოლიტიკოსს – ეს არის ჩემი მეგობარი არჩილ თალაკვაძე, რომელიც თქვენი ღირსეული შვილია. იგი ყოველთვის, ზრუნავდა ოზურგეთზე, ხალხზე, სადაც ის გაიზარდა და ჩამოყალიბდა ლიდერად.”
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ოზურგეთში მერობის კანდიდატის წარდგენისას.