“ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი არა, ბი­ძი­ნა დაბ­რუნ­და”

“ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი არა, ბი­ძი­ნა დაბ­რუნ­და”- ამის შესახებ ექსპერტმა  გია ხუ­ხაშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “ნი­უს­რუ­მი“ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და

“სა­ერ­თოდ არ უნ­დო­დათ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბა, მხო­ლოდ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო დას­ჭირ­დათ მისი შე­მოდ­გმა პო­ლი­ტი­კა­ში იმი­სათ­ვის, რომ გარ­კვე­უ­ლი ბუ­ფე­რი და­ედ­გათ ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, რო­დე­საც და­ი­წყო გარ­ჩე­ვე­ბი გა­ხა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გახ­სოვთ, ერთი კვი­რა იყო გამ­ქრა­ლი კო­ბა­ხი­ძე. არ გიჩ­ნდე­ბათ კი­თხვა, რა­ტომ იყო გამ­ქრა­ლი? ვფიქ­რობ, ეს იყო ერ­თგვა­რი შიდა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის გეგ­მა ცოტა სხვა სცე­ნა­რით. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ გა­ხა­რი­ამ დას­წრე­ბა­ზე იმუ­შა­ვა და მათ მო­უ­წი­ათ სცე­ნა­რის შეც­ვლა და ეში­ნო­დათ, რომ მათი ასე ვთქვათ, ხა­ლი­ჩის­ქვე­შა თა­მა­შე­ბის გამო, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან პა­სუ­ხი არ ყო­ფი­ლი­ყო მო­თხოვ­ნი­ლი. იმის­თვის დას­ჭირ­დათ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­მოდ­გმა თა­მაშ­ში, რომ გარ­კვე­უ­ლი ბუ­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ბი­ძი­ნას­თან “ხმა­ლა­ო­ბის“ და გარ­ჩე­ვე­ბის დროს. პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­გი­კით, რა­ზეც ისი­ნი დღეს სა­უბ­რო­ბენ, გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მა რაში სჭირ­დე­ბო­და? მათ მო­ახ­დი­ნეს გა­ხა­რი­ას პრო­ვო­ცი­რე­ბა, მეტ­საც გე­ტყვით, ალ­ბათ მათ და­გეგ­მი­ლი ჰქონ­დათ, რომ გა­ხა­რი­ას უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა სპე­ცო­პე­რა­ცია და კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი გა­ეშ­ვათ სახ­ლში. გა­ხა­რი­ამ ამა­ზე ხელი არ მო­ა­წე­რა და ამის შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი ვი­თარ­დე­ბა ისე, რო­გორც ვი­თარ­დე­ბა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კი­დევ უფრო სა­სა­ცი­ლო გა­დად­გო­მა გვახ­სოვს, გა­მო­ვი­და ერთ დღეს და იბე­რი­ის გაბრ­წყი­ნე­ბის გეგ­მა რომ გა­მო­ა­ცხა­და და სამ დღე­ში გა­დად­გა. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნამ გა­ა­ჩი­ნა გან­ცდა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა. არა­ვის სჯე­რა, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტია.

მთა­ვა­რია, რა გან­ცდაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს ეს გან­ცდა და არც თუ ტყუ­ი­ლად. ვფიქ­რობ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გაპ­რე­მი­ე­რე­ბის ერთ-ერთი ამო­ცა­ნა იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მე­ბი. ბი­ძი­ნამ როცა გა­მო­ა­ცხა­და, წა­ვე­დიო, ამ გან­ცხა­დე­ბი­დან გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მამ­დე ჩრდი­ლო­ვან მმარ­თვე­ლო­ბა­ზე ხომ მოკ­ვდა სა­უ­ბა­რი? ბი­ძი­ნამ და­ის­ვე­ნა, უნ­დო­და მშვი­დად წა­სუ­ლი­ყო. წა­ვი­დო­და, თუ არ წა­ვი­დო­და, შე­იქ­მნა გან­ცდა, რომ წა­ვი­და. გა­ხა­რია იყო სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი წო­ნის მა­ტა­რე­ბე­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ის კაცი და­ას­ვე­ნეს. შე­იძ­ლე­ბა ერე­ო­და კი­დეც, მაგ­რამ მას­ზე შე­ტე­ვე­ბი მორ­ჩა, ხომ? რო­გორც კი დაბ­რუნ­და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის გან­წყო­ბა დაბ­რუნ­და იმი­ტომ, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რომ რა­ღა­ცის გა­დამ­წყვე­ტია, ამის არა­ვის სჯე­რა. შე­სა­ბა­მი­სად, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კი არა, ბი­ძი­ნა დაბ­რუნ­და და გა­ნახ­ლდა შე­ტე­ვე­ბი.

ვფიქ­რობ, ბი­ძი­ნას ამ “ბავ­შვებ­მა“ ჩა­უ­დეს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იმი­ტომ, რომ თავი და­ეც­ვათ ბი­ძი­ნას­გან მათ­სა და გა­ხა­რი­ას გარ­ჩე­ვებ­ში, ბუ­ფე­რი და­ი­ყე­ნეს და ეს უთხრეს ბი­ძი­ნას – წადი, ახლა ღა­რი­ბაშ­ვილ­თან არ­ჩიე საქ­მეო. ანუ მათ ღა­რი­ბაშ­ვი­ლით გარ­კვე­უ­ლი ალი­ბი შე­იქ­მნეს ბი­ძი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ისე­თი ფი­გუ­რაა, რო­მელ­საც ყვე­ლა ათა­მა­შებს ყვე­ლა მხრი­დან და ყვე­ლა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იყე­ნებს. ბი­ძი­ნას შე­ექ­მნა ამით პრობ­ლე­მა, ვი­ნა­ი­დან მას­თან მთა­ვა­რი პრე­ტენ­ზია რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე გა­რე­დან ის იყო, რომ იგი არის არა­ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პირი და აკონ­ტრო­ლებს ძა­ლა­უ­ფე­ბას. გა­ხა­რი­ას პე­რი­ოდ­ში ეს და­წო­ლა მას­ზე შე­წყდა და ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი დაბ­რუნ­და – ვნა­ხეთ, შტორ­მი წა­მო­ვი­და ბი­ძი­ნას მი­მართ, კო­ბა­ხი­ძის მი­მართ კი არა.

კო­ბა­ხი­ძე არის თა­ვის­თვის კარ­გად მო­ყუ­ჩე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ თუ გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ, ვინ ისარ­გებ­ლა ჩა­ნა­წე­რე­ბით და ვინ იყო მისი წყა­რო, პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია – კო­ბა­ხი­ძის გუნ­დმა, სხვა ყვე­ლამ – ბი­ძი­ნა­მაც, ღა­რი­ბაშ­ვილ­მაც და და­ნარ­ჩე­ნებ­მაც იზა­რა­ლეს. ერ­თა­დერ­თი, ვინც ამით ისარ­გებ­ლა, კო­ბა­ხი­ძის დაჯ­გუ­ფე­ბაა.

არა­ფერს ვამ­ტკი­ცებ, მაგ­რამ რო­გორც ვერ­სია, ეს გან­ხილ­ვა­დია. გა­მო­ძი­ე­ბის პრინ­ცი­პით, მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი არის კო­ბა­ხი­ძე. რაც ზე­და­პირ­ზეა იმით კი არ უნდა ვიმ­სჯე­ლოთ. ეს არც გო­გაშ­ვილს აწყობ­და, არც ნაც­ვლიშ­ვილს, ეს სრუ­ლი სი­გი­ჟე იქ­ნე­ბო­და. ან გა­ხა­რი­ას რაში აწყობ­და? – შუ­რის­ძი­ე­ბა? პო­ლი­ტი­კა­ში შუ­რის­ძი­ე­ბის ფაქ­ტო­რი და­ი­ვი­წყეთ, რა­ღაც გა­მორ­ჩე­ნას უნდა ელო­დო აქე­დან. ამით მხო­ლოდ კო­ბა­ხი­ძე-მდი­ნა­რა­ძემ ისარ­გებ­ლა“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share