ახალციხეში, სოფელ ურაველში ეპიდაფეთქებაა. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციიღ, სოფელში კორონავირუსი 41 პირს დაუდასტურდა. მათ შორის, 2 ორსულია, 7 კი ბავშვი.
ადგილობრივები ეპიდაფეთქებას გასვენებას უკავშირებენ.
თანხლები დაავადებების გამო კლინიკაში 5 პირი გადაიყვანეს.
ექიმის, ჯულიეტა კაპანაძის ინფორმაციით, 7 ინფიცირებული არასრულწლოვანიდან, ერთი ახალშობილია, ორი წლამდე ასაკისაა, დანარჩენების ასაკი 8 წელს არ აღემატება.