“იმათთვის ვინც იძახის რომ სააკაშვილი ეკლესიებს “ანგრევდა”!
ილია მეორე: არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჩვენს პრეზიდენტს აქვს უდიდესი ღვაწლი. ჩვენ მადლობელი ვართ მისი ღვაწლით – თქვა მან მიხეილ სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილმა თავისი მოღვაწეობის მანძილზე
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა 600-ზე მეტ ეკლესიას, ხოლო აშენდა 100-ზე მეტი ახალი ეკლესია.
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა ბაგრატის ტაძარს, ქუთაისში.
ასევე, ფოთის ყოფილი თეატრის შენობა გადაეცა ეკლესიას და აღდგა იქ ტაძარი – ხოლო, თეატრს აუშენდა ცალკე შენობა.
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაფინანსდა საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო ცენტრის, უნივერსიტეტის მშენებლობა მაღალმთიან აჭარაში, რამაც მაღალმთიან მხარეში განათების დონის ამაღლებას შეუწყო ხელი.
მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს საპატრიარქოს დაენიშნა ყოველწლიური კომპენსაცია 25 მილიონი ლარის ოდენობით, წარსულში მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. ამას გარდა ფინანსდებოდა საქართველოს საპატრიარქოს მიერ ინიცირებული პროექტები.
აი ეს არის რეალობა!
მადლიერების გრძნობა ერთ-ერთი დიდი ღირსება არის ადამიანისთვის, ფასდაუდებელია მიხეილ სააკაშვილის ღვაწლი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინაშე! “- აქვეყნებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ “ფეისბუქ”გვერდზე.