ქაბულის აეროპორტის გარეთ აფეთქება მოხდა. თალიბანის ცნობით, დაღუპულია 11 ადამიანი. მედიის ცნობით, გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები და ქალები. თალიბანი კი აცხადებს, რომ დაშავდნენ მათი მებრძოლები.
აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ პენტაგონში. ჯონ კირბის განცხადებით, დამატებითი დეტალები აშშ-სთვის ამ ეტაპზე არაა ცნობილი.