“სულ ამბობ აქედან წასვლა გინდა…დავუშვათ წახვედი, მერე” ? – ემიგრანტი დედების დილემა

სულ ამბობ, აქედან წასვლა გინდა. .. დაუშვათ წახვედი, მერე?
— მერე ვიმუშავებ და ფულს შვილებს გამოუგზავნი!
შენ გგონია , იქ სადაც მიდიხარ ყველაფერი იდეალურად დახვდება?
—ამაზე უარესი ხომ აღარ იქნება? !
უარესი? რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი , ვიდრე შვილებისგანშორს ყოფნა?
— შვილების ცრემლიანი თვალების ყურება .. სახლში დაბრუნებულს ” “დღეს, რა მომიტანე”
— კითხვაზე ცარიელი ხელების ზურგს უკან დამალვა და სულის წვა! ექიმთან ვერ მიყვანა , “წამლებ -ს მაინც ვერ ვიყიდი” __ საშინელებაა!
მერე სიშორე?
— სიშორე არაფერია, როცა იცი ისინი კარგად არიან, ვინც საკუთარ სიცოცხლეს გირჩევნია!
– –მერე, შენი სიცოცხლე?!
— ჩემი სიცოცხლე მათი ბედნიერებაა….
ფულით ბედნიერებას და დედის სითბოს ვერ იყიდიან მეგობარო!
—-მიეჩვევევიან!
შენ მიეჩვევი?
— ვიღაცამ ხომ უნდა იცხოვროს მიუჩვეველი ტკივილით.
როდის მიდიხარ?
— კვირის ბოლოს!
-გაგიჭირდება დამშვიდობება… ..
— არ დავემშვიდობები, ფრენა ღამით არის! ბავშვებს დავაძინებ, გულში ჩავიკრავ ფრთხილად,მათ სურნელს ჩავისუნთქვა და თან გავიყოლებ.
არ წახვიდე!
— მათ გამო უნდა წავიდე
—- კიდევ ერთხელ დაფიქრდი!
—-თუ ვიფიქრე ვერ წავალ. .. ფიქრით გაჭივრებას ვერ ვუშველი , იმედი ოდესმე შვილები მაპატიებენ!
-არ დაგიფასდება ამხელა მსხვერპლი , ბოლოს არავის დაუფასდა!
— თუნდაც არ დამიფასდეს, სანამდე შევძლებ მინდა ბედნიერები იყვნენ, თუნდაც ჩემი უბედურების ხარჯზე!
/ნანეიშვილი/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share