საქართველო COVID 19-ის გავრცელებითა და სიკვდილიანობით 100 000 მოსახლეზე მსოფლიოში I ადგილზეა -ინფორმაციას “New York Times” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელება საქართველოში დღეში 132-ია, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო გარდაცვალება 100 ათას მოსახლეზე – 1.26 -ია.
100 ათას მოსახლეზე გავრცელების დღიური მაჩვენებლით საქართველოს შემდეგ არის დომენიკის რესპუბლიკა, კოსოვო და კუბა. 100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებლით კი საქართველოს შემდეგ არის – ფიჯი, ტუნისი და სხვა.
“ნიუ იორკ ტაიმსის” სტატისტიკა მოამზადა, მაშინ, როცა საქართველოში მოსახლეობის 6.9% იყო სრულად აცრილი. NCDC-ის ცნობით, დღეს საქართველოში ორი დოზით მოზრდილთა 9.7%-ია აცრილია.