ღარიბაშვილის მხრიდან გახარიას “მხილებაში” იყო ერთი საინტერესო პასაჟი. როდესაც მან გახარია ღალატში ამხილა, დაიმოწმა ბიძინა (“როგორც პარტიის დამფუძნებელმა თქვა”).
მისი მარტივი გონება ამით ჩვენ გვეუბნება, რომ ამის თქმაზე ბიძინასგან ნებართვა მაქვს მიღებულიო.
ბიძინას ეუბნება, რომ შენ რომ თქვი, მეც გავიმეორე, როგორც ყველაფერი სხვაო. გახარიას კი ეუბნება, რომ მე რა ვქნა, ბიძინამ დამავალაო… მოკლედ, ძალიან ნიჭიერია ეს ბიჭი…
ექსპერტი გია ხუხაშვილი პრემიერის განცხადებაზე, სადაც პრემიერმა გახარიას იშვიათი მოღალატე უწოდა.