აშშ-ის ევაკუაციის ბოლო თვითმფრინავებმა ავღანეთი უკვე დატოვეს. ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს. ქაბულის აეროპორტზე სრულ კონტროლს უკვე თალიბანი ახორციელებს.
31 აგვისტო იყო ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გასვლის ვადა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განისაზღვრა. მას შედეგ კი, რაც თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი აიღო, აცხადებდა, რომ 31 აგვისტო იყო წითელი ხაზი და, თუ ამ დროისთვის დასავლეთის ჯარებს ქვეყანა დატოვებული არ ექნებოდათ, ისინი სამაგიეროს გადახდას დაიწყებდნენ.
საზღვაო ძალების გენერალმა ფრენკ მაკენზიმ თქვა, რომ აშშ-ის და კოალიციის სამხედრო თვითმფრინავებმა 123 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია შეძლეს. მისივე თქმით, ბოლო თვითმფრინავები ქაბულიდან შუაღამემდე ერთი წუთით ადრე აფრინდნენ.
თალიბებმა განაცხადეს, რომ აეროპორტზე კოტროლი მათ აიღეს. ქაბულში ისმოდა სროლის ხმაც.