როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, მზადაა კალაძესა და მელიასთან ნებისმიერი ფორმატის დებატებისთვის.
„დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში.
ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა!
ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!“ – აცხადებს გიორგი გახარია.