თბილისში, კორონავირუსი 111 წლის ქალმა დაამარცხა. ხანდაზმულს, რესპუბლიკური საავადმყოფოდან, დღეს გაწერენ.
“ჩვენთან მკურნალობის კურსი თერაპიული მიმართულებით გაიარა, ამჟამად თავს ჯანმრთელად გრძნობს და 14:00 საათზე ვაპირებთ, რომ გავწეროთ. პაციენტი 1910 წელსაა დაბადებული. ის აბსულუტურად ემორჩილებოდა ექიმების ყველა მითითებას. ძალიან მოტივირებული იყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო და მკურნალობის კურსი სრულად ჩაიტარა. მისი შვილიც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაახლოებით 80 წლის არის. ისიც თავს უკეთესად გრძნობს”, – აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.