WHO ქვეყნებს მოუწოდებს, რომ დროებით შეაჩერონ ვაქცინის მესამე დოზის, ე.წ. ბუსტერის გაკეთება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ შეაჩერონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის, ანუ ე.წ. ბუსტერის გაკეთება სულ მცირე სექტემბრამდე, რათა ვაქცინა ღარიბ ქვეყნებსაც მიეწოდოს.

“მე მესმის, ყველა ქვეყნის მთავრობის ნერვიულობა იმაზე, რომ დაიცვას თავის მოსახლეობა დელტა ვარიანტისგან, მაგრამ არ ვეთანხმებით იმას, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც ვაქცინის გლობალური მარაგის უმეტესი ნაწილი გამოიყენეს, კიდევ უფრო მეტი გამოიყენონ”, — განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

როგორც ის აღნიშნავს, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მაისის თვეში დაახლოებით 50 დოზა ვაქცინა მიიღეს ყოველ 100 ადამიანზე და ეს რიცხვი მას შემდეგ გაორმაგდა, დაბალი შემოსავლების ქვეყნებში კი ყოველ 100 ადამიანზე 1,5 დოზა ვაქცინა მოდის, რადგან მათ ვაქცინა არ მიეწოდებათ.

on.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share