დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომ “პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით”, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება და წერს:
როგორც იქნა, აღიარა სიმართლე.
არადა, ყოველთვის კარგი სპეციალისტი იყო და მეგონა, რომ აქამდეც იტყოდა, რაც არის სინამდვილეში.
აი რატომ იღუპება ამდენი ხალხი!
ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც გაორმაგდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
ეს არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილების!” წერს მიხეილ სააკაშვილი