აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს ერთ-ერთ მეთოდზე, რომელიც კოვიდპაციენტებს ძალიან ეხმარება გამოჯანმრთელებაში.
„ერთ-ერთი საუკეთესო დახმარება კოვიდპაციენტებისთვის. მაღალი რისკ-ჯგუფის ინფიცირებულებში მძიმე კოვიდის პრევენცია მონოკლონალური ანტისხეულების გამოყენებით შესაძლებელია.
გამოიყენება ერთჯერადად. პრეპარატის გადასხმა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
ჩვენს ჰოსპიტალში უკვე დიდი ხანია ამას ვიყენებთ “emergency room-ში”. დაახლოებით ერთი საათი სჭირდება ინფუზიას და პაციენტი პირდაპირ ეწერება სახლში.
ვფიქრობ, საქართველოსთვის საუკეთესო საშუალება იქნება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრ პაციენტს აარიდოს თავიდან მძიმე კოვიდის განვითარების
ალბათობა და შესაბამისად დაიცვას ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვისგან.
მონოკლონალურ ანტისხეულებზე კვლევების დეტალებს მოგვიანებით განვიხილავ. ახლა კი CDC რეკომენდაცია მათ გამოყენებაზე”, – წერს ნანა გეგეჭკორი.