სკოლებში დღეიდან სწავლა განახლდა. სასწავლო სემესტრი 4 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.
განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებში საბჭო 4 ოქტომბერს იმსჯელებს.
4 ოქტომბრის შემდეგ, იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.