საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 328.0 ლარია. ხელფასი დაანგარიშებულია 2021 წლის II კვარტალის მონაცემებით.
საქსტატში ამბობენ, რომ საშუალო თვიური ხელფასის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5%-ით არის გაზრდილი.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით);
- მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით);
ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის II კვარტალში კაცების საშუალო ხელფასი თითქმის 500 ლარით აღემატებოდა ქალების საშუალო ხელფასს.