ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“ჩაწერე ათასი კაცი, ნახე რომ უამრავი ნაგავი ამოყვა ამ ჩანაწერებს, ჭორაობა, უსარგებლო ინფორმაცია.
წესით უნდა დაიკიდო ეს ნაგავი, გადაყარო და თუ რამე საინტერესოა იმაზე კონცენტრირდე არა?
არა ბატონო, არის ერთი კაცი, ვისაც ზუსტად ეგ აინტერესებს – ვინ ვის რაზე ეჭორავა, ვინ ბავშვი მონათლა, ვინ ვის ქორწილში მივიდა, ვინ შევიდა ტუალეტში, ვინ რომელ საათზე გაიღვიძა.
ივანიშვილისთვის იწერება ამდენი სისულელე, პირადად ამ ჭორიკანა მანიაკი კაცისთვის და ნუ გიკვირთ, რაში ჭირდებოდათო. ამით არსებობს. ხოდა, ისხდნენ და წერდნენ ეს ჩლუნგები ყველაფერს სიტყვასიტყვით.”