კობახიძე მთავარ არხს: გემუქრებით, რომ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი არხის ოპერატორის დაშავებასთან დაკავშირებით ფეიქ ინფორმაცია ვრცელდება, რისთვისაც არხს ბოდიშის მოხდა მოუწევს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდი სამართლებრივ ზომებს მიიღებს.

“ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სამართლებრივ ზომებს. ძალიან ძვირად დაუჯდება თქვენს ტელევიზიებს ყველა ის ფეიქ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება. ამასთან დაკავშირებით ყველა სამართლებრივ ზომას მივიღებთ. კი, გემუქრებით, რომ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ქარელში მათი ოპერატორი ოცნების წევრებმა მეორე სართულიდან გადმოაგდეს, ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ გვარამია ცრუობს და ოპერატორი შენობის მოაჯირიდან შემთხვევით გადავარდა.

metronome.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share