ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 230 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 82835
- გამოჯანმრთელებულია – 65291
- გარდაცვლილია – 733
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2735
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3315
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5658
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.