გუშინ და დღეს ეთერებით სუსის ფაილების ყურება-მოსმენის შემდეგ მთავარი კითხვა-მოწოდება, რომელიც დამრჩა, ახალგაზრდებს ეხება: თქვენი დუმილით თქვენსავე განაჩენს წერთ, რადგან თქვენი დუმილით ეთანხმებით და ახანგრძლივებთ ისეთ საქართველოში ცხოვრებას, სადაც სახელმწიფო მანქანა თქვენს სულიერ მონობას, მორალურ დეგრადაციას, ღირსების გათელვას, ფიზიკურ განადგურებას ისახავს მიზნად. და თქვენ რას აპირებთ ამ დროს: გაქცევით უშველოთ თავს თუ შეეგუოთ ღირსების აყრას, თუ თავი მოიტყუოთ, რომ ეს თქვენამდე არ მოვა?!
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე