“ბოლო კომუნიკაცია ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა იანვარში, გამომდინარე იქიდან, რომ მან იანვარში დატოვა პოლიტიკური პროცესები. განა არ პასუხობს, არ ვურეკავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მისი სურვილი. არ გვაქვს კომუნიკაცია” – განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა გუნდს ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია.