ორგანიზაცია “მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის” ინიციატივით 19 სექტემბერს საქართველოში დაფუძნდა “კავკასიის ერებთა ერთობის დღე”, რომელიც სიმბოლურად უნდა აღინიშნოს ყოველწლიურად საქართველოში, როგორც კავკასიის გულში.
ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური დღე გახდება საბაბი და საშუალება მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეგობრული ურთიერთობების გამყარების, თუ 19 სექტემბრის აღნიშვნა ყოველწლიურად ვაქციეთ ტრადიციად , საქართველოში მივიღებთ უამრავ სტუმარს, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიიდან, ასევე მსოფლიო მაშტაბით.
ვფიქრობ წამოწყება კარგია და მას სჭირდება, როგორც მოქალაქეების, ასევე მთავრობის თანადგომა.
არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო არის კავკასიის გული.
“მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის” საბჭოს თავჯდომარე
ლადო გამსახურდია