რატომ ააღებინეს ფოტო “ოცნების” წარმომადგენლებმა თავიანთ აქტივისტს სოციალური ქსელიდან

“ჩემი შვილის ნათლიასთან და ყოფილ თანაგუნდელთან ერთად, არჩევნებამდე ხუმრობით სამახსოვრო ფოტო გადავიღე. ისეთი ამბავი აუტეხეს დამფრთხალმა, შეშინებულმა მეოცნებეებმა… სასწრაფოდ ააღებინეს ფოტო: “როგორ გადაიღეთ გიასთან ფოტო, ეხლავე აიღეთო” – ასე ერთი დღით როგორ ცხოვრობთ? ყველანაირ ადამიანურ, ზნეობრივს როგორ გადაუსვით ხაზი? აღარ აპირებთ ამ ქალაქში ცხოვრებას???”

წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ოზურგეთის მერობის კანდიდატი პარტია “გახარია საქართველოსთვის” გია ცეცხლაძე.”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share