ათეულობით ნაცემი განსხვავებულად მოაზროვნე, ძირითადად წარუმატებელი სპორტსმენებიდან დაკომპლექტებული, პოლიციიდან ხელშეუხებლობის გარანტიით მოთარეშე სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები, ასეულობით დაშანტაჟებული და დაშინებული ამომრჩეველი, მხოლოდ საკუთარი სიმპათია-ანტიპატიის გამო მრავალი თანამდებობადატოვებული საჯარო მოხელე. მთავარ მიზნად მოსახლეობის სიცრუეში, ყალბი ინფორმაციის გავლენის ქვეშ დატოვებასა და მოქალაქის თავგზის აბნევის ქცევა.
ეს მხოლოდ მცირეოდენი ჩამონათვალია არჩილ თალაკვაძის ბოლო ერთი თვის ოზურგეთში ნამოღვაწარის, რომლის დეტალურად გაცნობის შემდეგ გიჩნდება განცდა, რომ კიდევ კარგი შორეული 30 იანი წლები რომ არ არის, თორემ…. ამ ადამიანის იაკინთე ქილიფთარსაც კი შეშურდებოდა.
ისე რა უნდა თქვა კაცზე, რომელმაც მთელი მისი შესაძლებლობა-გავლენა ხელისუფლების გარკვეულ შტოებზე და სპეცსამსახურებზე – საკუთარი მშობელი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა. ყველაფერი რომ სცადა იმისათვის-ხალხს საკუთარი არჩევანი არ გაეკეთებინა.
კაცზე, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის, აკაკი შანიძის, ანა კალანდაძის, ნოდარ დუმბაძის, გაბრიელ ქიქოძის, ნოე რამიშვილის მხარეში დაიბადა და იდეალად იაკინთე ქილიფთარი ყავს.
2 ოქტომბერი მოდის – კარგია რომ 21 საუკუნეა გარეთ და ასეთი ადამიანებს, მიუხედავად მისი ერთადერთი პატრონის – ვანო ჩხარტიშვილის მონდომებისა – ხალხი საკადრის პასუხს ეტყვის.
ოზურგეთში სრული მზაობაა კოალიციისათვის, საზოგადოების მხარდაჭერაც ისეა გადანაწილებული, რომ ნორმალურთან მიახლოებული არჩევნებითაც კი მრავალფეროვნული და მრავალპარტიული საკრებულო გველოდება-რომლის ხელმძღვანელობაშიც ისეთი მედროვეების-როგორიც დავით დარჩიაა-დიდი ალბათობით ადგილი არ იქნება.