საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2,ოქტომბერს თბილისში მოფრინავს. ამის შესახებ მან საგანგებო მიმართვა ფეისბუქის მეშვეობით გააკეთა.
“ღამის 23 საათზე მე უკვე თბილისში ვიქნები. სულ რამდენიმე დღე გვაშორებს ისტორიული რეფერენდუმის დღიდან.
ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე. მერე კი ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები. საქართველოს ბედი და მომავალი წყდება, ამიტომ მე განზე ვერ გავდგები. მე ვიქნები თქვენს გვერდით. ვაპირებ ბრძოლას, რომ საქართველოს განადგურების პროცესი შეჩერდეს. შეხვედრამდე თბილისში”-ამბობს სააკაშვილი და ბილეთის ფოტოს აქვეყნებს, რეისი უკრაინა- თბილისი