მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების სამწლიან გეგმაში საქართველოს მთავრობის 1716 განკარგულებით ცვლილებები შევიდა რის თანახმადაც 2022 წელს, სრულად გაზიფიცირდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 9, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 3 და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელი. საპროექტო სამუშაოები 2021 წელს დაიწყება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2022 წლიდან განხორციელდება შემდეგ სოფლებში:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის ადმინისტრაციული ერთეულის 3 სოფელი – მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი.
ჯუმათის ადმინისტრაციული ერთეულის 4 სოფელი – ჯუმათი, ძირიჯუმათი, ბოგილი, იანეთი.
მაკვანეთის თემის სოფ. გოგიეთი და დვაბზუს ნასაკირალი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჭამიასერის ადმინისტრაციული ერთეულის 3 სოფელი – ჩომეთი, კალაგონი, მამულარი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის 4 სოფელი – ნიგვზიანი, არჩეული, ჩანჩეთი, ხაჯალია;
ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის 7 სოფელი – ჩოჩხათი, გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ხორეთი, ჯიხანჯირი.
ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეულის 2 სოფელი – ნინოშვილი, ყელა.
ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულის 3 სოფელი – ჯურუყვეთი, ბაღლეფი, ეწერი.
ოფიციალური ინფორმაცია