დასახელდნენ Comedy Wildlife Photo Awards კონკურსის ფინალისტები, რომელზეც ბოლო წლებში გადაღებული, ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოები იყო წარდგენილი.
პროექტი, იუმორით, ველური ბუნების შენარჩუნების მიზნით, 2015 წ. დაიწყო და ამ პერიოდის მანძლიზე, Comedy Wildlife Photo Awards პრემიაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 7000 ნამუშევარზე მეტი იყო წარდგენილი. ფინალში კი, 42 ფოტოსურათი მოხვდა.
გამარჯვებულები, კატეგორიების მიხედვით, 22 ოქტომბერს დასახელდება, ხოლო მთავარი პრიზი – კენიის საფარის ერთკვირიანი საგზურია. აქ კი, ფინალში გასული ფოტოების ნაწილს და მათ ავტორებს გაგაცნობთ:
«ენოტის საიდუმლო». იანა პიეხა, გერმანია
«გველის სიცილი». ადიტია ქირსიგარა, ინდოეთი
«ორშაბათის განწყობა». ენდრიუ მაიესი, სამხ. აფრიკა
«ნაბახუსევზე». ანიტა როსი, აშშ
«პრერიების ნინძა». არტურ ტრევინო, აშშ
«სკოლაში წასვლის დროა!». ჩი კი თეო, სინგაპური
«ტრიო «ჰანგები». ჩუ ჰან ლინი, ტაივანი
«ტენორი». კლემენსა გინარდი, საუდის არაბეთი
«მხედარი». დირკ-იან სტიჰოვერი, აშშ (ფოტო უგანდაშია გადაღებული და თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ მაიმუნი სინამდვილეში ჟირაფზე კი არა – ტოტზე ზის. ჟირაფმა კი, უბრალოდ, გვერდით ჩაუარა).
«ველური ბუნების მეთაური». გურუ მურტი, ინდოეთი
«ხეებზე მონადირე». იაკუბა ხოდანი, ბორნეო
«ტკივილი». კენ ჯენსენი, ჩინეთი
«– უბრალოდ, ვამოწმებ…». ლარი პეტერბორგი, ზამბია
«რეპეტიცია». ლეა სკუდანი, ავსტრალია
«ცხოველებიც იცინიან». მარტინ ნოვოტნი, დიდი ბრიტანეთი
«კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ველურ ბუნებაში»! მათიას ხამარი, შვეცია
«დახუჭობანა». პელ მარჩჰარტი, რუმინეთი
«ცეკვა – «მაიმუნური». საროშა ლოდჰი, ინდოეთი
«პიკნიკისთვის მზადება». სიდჰანტა აგრავალა, ინდოეთი (ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვეფხვს ხის ტოტი აქვს მხარზე გადებული. რეალურად კი, ფოტო იმ დროს არის გადაღებული, როდესაც ის ხეზე თავს იფხანდა)
intermedia.ge