„რომ შემოვიდა, იმ წუთიდან გვქონდა ინფორმაცია, რამაც განაპირობა ისეთი ღონისძიების ჩატარება, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან მსხვერპლი, გაურკვევლობა, აჟიოტაჟი და ა.შ. ასე რომ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა „ტვ პირველთან“.
რაც შეეხება ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს, ლილუაშვილის თქმით, სუს-ი უსმენს კანონიერად და მას, ვინც საჭიროა.
„სუს-ი კანონიერად უსმენს მას, ვინც ითვლება, რომ უნდა მოისმინოს. რა გამოვიდა და რა არა, ეს თქვენ არ იცით, მიდის გამოძიება, ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.