“გურიის მოამბის” გამომცემელი ვლადიმერ მენაბდე სოციალურ ქსელში წერს:
“ძალიან ბევრი მიფიქრია მეთქი რომ გითხრათ მოგატყუებთ.. მაგრამ ხშირად დავფიქრებულვარ, ჩვენი წარსულით მოამაყეს-რა ვართ დღეს? რას წარმოვადგენთ გურულები? როგორია და რა დოზით ჩვენში სხვადასხვა ადამიანური, თითქოსდა არათავსებადი თვისებები და ხასიათი.. და აჰა! “მოდგა ჟამი” არჩევანისა და შედეგების მიხედვით მივხვდი თანამედროვე გურული კაცის ხასიათის “პროცენტული გადანაწილება”…
გია ცეცხლაძე – (6.62%) – ჩვენში სიკეთე მხოლოდ 6.62%-ია;
ირაკლი ღლონტი (19.9%) – ჩვენში პატრიოტიზმი და ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებები ოდენ 19.9% აღწევს;
კონსტანტინე შარაშენიძე – (29.1%) – პრაგმატიზმი 29.1 %;
ავთანდილ თალაკვაძე – (43.35%) – მზაკვრობა და ბოროტება -43.35%;
გოჩა ძიმისტარაშვილი – (1.03%) – დედამიწიდან (თუნდაც მარსზე) გაფრენის სურვილი კი მხოლოდ 1.03% გვსურს.”
ასეთია ჟურნალისტის თვალით დანახული და შეფასებული ოზურგეთული არჩევნები.