“ეს ქვეყანა ჩვენია!”- ოზურგეთში რიონის ხეობის მცველები იმყოფებოდნენ

ოზურგეთში, რიონის ხეობის დამცველები იმყოფებოდნენ.

გურულებმა მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. სახელმწიფო თეატრის ფოიეში გაიმართა მშვიდობიანი შეკრება, სადაც დამსწრე საზოგადოებას სტუმრებმა, მომავალი სამოქმედო გეგმა გააცნეს.

შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ბუნებისდამცველები ესწრებოდნენ.

“ოზურგეთში რიონის მცველებს დავხვდით

მიუხედავად იმისა რომ წვიმდა და ქარი გლეჯდა ყველაფერს, ვიდექით სველნი მაგრამ ერთი მიზნით და ცხელი გულით.
ჩვენს გმირ რიონის დამცველებს გამოვუცხადეთ კიდევ ერთხელ თანადგომა და გავერთიანდებით 23 მაისს თბილისში.
ერთად შევძლებთ საკუთარი მიწა-წყლის და უფლებების დაცვას.
ეს ქვეყანა ჩვენია!”- წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ირმა გორდელაძე.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share