საგარეო საქმეტა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი “პირდაპირ არ ცარეულა” საქართველოს საარჩევნო გარემოს შეფასებაში, რადგან ეს “შიდა პოლიტიური პროცესია”. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც ეუთო/ოდირის საპარლამენტო ასამბლეის დასკვნას ეხებოდა.
“არ ყოფილა მისი მხრიდან პირდაპირი ჩარევა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიური პროცესია, ის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მოუწოდებს ყველა აქტორს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში.
ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არც არის ეს მათი სურვილი, მათი სურვილია, საქართველოში იყოს სტაბილური გარემო”.