ოპოზიციას მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, რომ მათი ხმა იქნებოდა პარლამენტში, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთპარტიულ პარლამენტზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს, რადგან პასუხისმგებლობა მთლიანად ოპოზიციას ეკისრება.
“არავითარ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ის ოპოზიცია, რომელმაც უღალატა საკუთარ ამომრჩეველს და მოატყუა, რომ მისი ხმა იქნებოდა პარლამენტში და არ შემოვიდა პარლამენტში. ამიტომ პასუხისმგებლობა არის მთლიანად მათკენ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.