გთავაზობთ რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ჩანაწერს, რომელსაც “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს:
საქართველოს ნელ-ნელა ივიწყებს მსოფლიო:
აღარ ახსოვთ ეს საოცარი მხარე ვის ეკუთვნოდა,
აღარც “თბილისო” რას ნიშნავს ავიწყდებათ,
“მილიონ, მილიონ ალიხ როზ” ვიღაც რუს მხატვარზე ჰგონიათ,
საქართველო პოეტების მხარე რომ იყო, ეღიმებათ – პასტერნაკის ლექსი მოგვწონსო:
”ცვეტ ნებესნი, სინი ცვეტო”;
ქართული მაფიას და ბინის გატეხვის ოსტატებს კი ხედავენ,
მაგრამ ქალაქ ატლანტას ჯორჯიელები ჰგონიათ;
რუსთაველის ბრწყინვალე ქალებს და შეუდარებელ რაინდებს
არაბეთის და ინდოეთის გმირებათ აღიქვამენ;
კინოს აღარ ამჩნევენ;
თეატრს ზრდილობიანათ თავს უქნევენ;
პოლიტიკაზე კი სიცილის კონვულსიები ემართებათ;
გენიალური ხალხური მუსიკა მოსწონთ როგორც გადასული დროის,
ჩვენ წელთაღრიცხვამდე შექმნილი შედევრები;
მიაღწიეს თავისას ქართული კულტურის და მეცნიერების მტრებმა – ნაციონალებმა: საქართველო ბურუსივით ქრება კაცობრიობის მეხსიერებიდან!
ერთი კია – ქართული რესტორნები!
მრავლდებიან და მრავლდებიან!!!
ქართული კერძები!
მართალია, ზოგიერთი სამხრეთის მეზობლებმა მიითვისეს!
მაგრამ ეს არაფერი!
ესეც გაქრება და
საქართველო “ფ ა ფ უ”!
ამაზე სახელმწიფო ფულის გაუნათლებელი ქურდბაცაცები არ ფიქრობენ!
მნიშვნელოვანი სავარძლები,
აღელვებულთა მიტინგები,
დატენილი ტყვიებით არჩევნები
გაუთავებელი სექს სკანდალები
და
GOODBYE!,” – წერს სტურუა სოციალურ ქსელში.