არჩევნების შემდეგ, ლანჩხუთში, ნიგოითის თემის რამდენიმე სოფელში საფლავები გაძარცვეს, მათ შორის, სოფელ ქვიანში ასევე გაძარცვულია ეროვნული გმირის, შინდისში დაღუპული რუსლან წულაძის საფლავიც.
ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, სასაფლაოები გამოძიებისთვის ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაძარცვეს: „ გაძარცვულია ქვიანის, ჭონაგორისა და ნიგოითის სოფლის სასაფლაოები, საიდანაც მოხსნილია და წაღებულია ალუმინის მასალები“, _ ამბობს დოლიძე.