ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ბახმაროს პარკში მოეწყობა ბილიკები, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები, ფანჩატურები
ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები.
გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად .
პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.