ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში წერს:
ნებისმიერი მოქალაქე, პოლიტიკოსი, ვალდებულია პასუხი გასცეს შეკითხვებს, მითუმეტეს თუკი შეკითხვებს სვამს სახელმწიფო ინსტიტუციები, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა ინსტიტუციები თავისუფალი და დემოკრატიულია და არა ახლა, როცა ყველა კონსტიტუციური ინსტიტუციის სათავეში დგას პროკრემლისტური ოლიგარქი.
არ მინდა დაგვავიწყდეს ახლო ისტორიული წარსული, როცა რადიკალები ესროდნენ დევნილ პრეზიდენტს და ლამობდნენ მის სიკვდილს, ამის განმეორება დაუშვებელია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დევნილი პრეზიდენტის დასახსნელად, თუკი ეს ვერ შევძელით, მერწმუნეთ ამას არ გვაპატიებს ისტორია და საკუთარი შვილები. – წერს ღლონტი.