“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, დავით მჟავანაძე ქალაქ ოზურგეთის მეორე საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
მჟავანაძის განცხადებით, უბნის დახურვიდან, ანუ კომისიის წევრების მიერ საბოლოო ოქმის ხელმოწერიდან ერთ საათში კომისია ისევ შეიკრიბა და შესწორების ოქმი შეადგინა.
მისივე განცხადებით, შესწორების ოქმი ისე შედგა, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” კომისიის წევრს საერთოდ არ დაუძახეს, და მეტიც, მის მაგივრად ოქმს ხელი სხვა პირმა მოაწერა.
დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ხვალ ამასთან დაკავშირებით მთავარი ოპოზიციური ძალა შესაბამის ორგანოებს ოფიციალური განცხადებით მიმართავს.
“კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. N2 საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმზე ჯერ ხელმოწერა გააყალბეს, ხოლო გასაჩივრების შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიამ არც კი გამოკითხა ის კომისიის წევრი ვისი ხელმოწერაც გაყალბდა, სამაგიეროდ დაასკვნა, რომ გაყალბებას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. ხვალ სასამართლოს გადაწყვეტილებად ველოდები სადაც, დაადგენს, რომ საქმე დოკუმენტის გაყალბებასთან კი არა უწყინარ ხუმრობასთან გვაქვს.