ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ქუტიძის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ოზურგეთში, ბოლო დღეების განმავლობაში შესამჩნევად გაუარესდა. “60-70 ინფიცირებული ყოველდღე, ეს საგანგაშო ნიშნულია. თუ ყველა ერთად არ დავდგებით, არ დავიცავთ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს, სავალალო შედეგებს მივიღებთ. გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, ნუ ივლით ქუჩებში ინფიცირებულები და თვითიზოლაციაში მყოფები, დაიცავით დისტანცია, ატარეთ პირბადე! _ წერს მაია ქუტიძე.