აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში დელტა შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.
დელტა შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, მათი კონტაქტები კი, იზოლაციაში იმყოფებიან.
გარდა ამისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში ერთ-ერთი კაფეს 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაწესებულებამ მუშაობა შეწყვიტა, ხოლო ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში გადავიდნენ.