რას, სად და როგორ მალავენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანები

12 მილიონამდე დოკუმენტის შესწავლის შემდეგ, „გამომძიებელ ჟურნალსიტთა საერთაშორისო კონსორციუმმა“ ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნარას მალავენ ოლიგარქებიყოფილი თუ მოქმედი პრეზიდენტები და რატომ უნდა იცოდნენ ეს მათი ქვეყნის მოქალაქეებმა? გასაჯაროებულ მასალებში ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილისვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა არაერთი ლიდერისა თუ ოლიგარქის სახელი მთელი მსოფლიოდან.

“ის, რაც მთელ მსოფლიოში ხდება, არის კორუფციის პანდემია“, – ამბობს დრიუ სალივანი, ჟურნალისტი, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციას თითქმის 20 წელია იძიებს. ახლა კი, იმ ასობით ჟურნალისტსა და რედაქტორს შორისაა, ვინც გავლენიანი პოლიტიკოსებისა თუ საჯარო მოხელეების მთელ მსოფლიოში გაბნეულ საიდუმლო ქონებას კიდევ ერთხელ მოჰფინა ნათელი.

12 მილიონამდე დოკუმენტი ჟურნალისტებმა იმ 14 ოფშორული კომპანიიდან მოიპოვეს, რომლებიც უამრავ ადამიანს საკუთარი ქონების დამალვასა თუ გადასახადებისგან თავის არიდებაში ეხმარება.

ლუკ ჰარდინგი, გამოცემა „გარდიანის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთში კორესპონდენტად მუშაობდა და რომელსაც 2011 წელს ქვეყანა იძულებით დაატოვებინეს, ერთ-ერთია იმ ასობით ჟურნალისტს შორის, ვინც საიდუმლო მასალებზე მუშაობდა. ჰარდინგი 2008 წლის ომს და ყირიმის ანექსიას მოვლენათა ეპიცენტრიდან აშუქებდა.

ოფშორული სამყარო არ არის პატარა, 21-ე საუკუნის ეკონომიკური სისტემის განყენებული ნაწილი. ეს თავად არის სისტემა. ჩვეულებრივი მოქალაქე კი, რომელიც, სხვებისგან განსხვავებით,გადასახადებს პატიოსნად იხდის, თავს იდიოტად გრძნობს და ის უბრალოდ დამარცხებულია
“, – ამბობს ლუკ ჰარდინგი

„ფართო სურათს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მთელ მსოფლიოში პოლიტიკოსები, მდიდარი ადამიანები, მილიარდერები, ოლიგარქები, საჯარო მოხელეები, მალავენ საკუთარ ფულსა და ქონებას „ოფშორებში“, ისეთ ადგილებში, როგორიც ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, პანამა, მონაკო ან სხვა ადგილებია – ე.წ. საგადასახადო სამოთხეები”, – ამბობს ჰარდინგი და განმარტავს, რომ ეს ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი და საგულისხმო ცნობებია.

“ვიგებთ, რომ არსებობს ორსაფეხურიანი სისტემა – სადაც თქვენ და მე, ჩვენ, რიგითი მოქალაქეები ყოველთვიურად, ყოველწლიურად ვიხდით გადასახადებს, მაგრამ არის ექსკლუზიური მოქალაქეების ცალკე ელიტური ჯგუფი, ხშირად ძალაუფლების მქონე პოზიციებთან დაკავშირებული, რომლის წევრებიც პოულობენ უფრო ჭკვიანურ გზებს იმისა, რომ გადასახადები შეიმცირონ ან სულ არ გადაიხადონ”, – ამბობს ჟურნალისტი.

„ოფშორი“, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით სარგებლობენ, იქნება ეს კომპანიების რეალური მფლობელების კონფიდენციალობა, ფინანსური ოპერაციების სიმარტივე, დაბალი გადასახადები ან მათგან სრულად თავის არიდება და სხვა არაერთი რამ, რაც ამ ადგილებს „საგადასახადო სამოთხეებად“ აქცევს.

დრიუ სალივანი, „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის” დამფუძნებელი და ჟურნალისტი ამბობს, რომ ჯერ კიდევ წლების წინ, ე.წ. “პანამის დოკუმენტებზე” მუშაობის და მათი გამოქვეყნების შემდეგაც ბევრი საუბრობდა საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილებაზე, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა.

“როდესაც ჩვენ ამ გამოძიებამდე ე.წ. „პანამის დოკუმენტებზე“ ვმუშაობდით, ბევრი საუბარი იყო კანონმდებლობის შეცვლაზე, მეტი გამჭვირვალობის შექმნაზე იმის თაობაზე, თუ ვინ არის საბოლოო ბენეფიციარი, მფლობელი, რომელიც საბოლოო მოგებას იღებს. მაგრამ ძალიან დიდი წინააღმდეგობაა დიდი ფულის მქონე ინტერესთა ჯგუფების მხრიდან. იმ ძლევამოსილი კორპორაციებისგან, იმ ე.წ. კრიმინალური სერვისების ინდუსტრიისგან, რომელიც ამ ყველაფერშია ჩართული.

ესაა უზარმაზარი კომპანიები, იურიდიული ფირმები, ბანკები, ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების უდიდესი ინდუსტრია, რომელიც ამას ლობირებს. ჩვენ უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ ეს საკმარისია, ჩვენ არ გვჭირდება ასეთი კომპანიები, რომელთა შეუფერებლად გამოყენებაც ასე ადვილია, არ გვჭირდება ინდუსტრია, რომელსაც ასეთი მიზნებით იყენებენ”, – განმარტავს სალივანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: