მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს აქციაზე შეკრებილებს სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა მიმართა:
“ბოდიშს მოგიხდით, რომ ვერ ვარ ფიზიკურად თქვენს გვერდით და იმედია, რომ ასე ერთად, ერთ მუშტად შეკრულები შევძლებთ და დავიხსნით მესამე პრეზიდენტს ციხიდან, რომელსაც საქართველოსთვის აღმშენებლობის, წინსვლის და პროგრესის გარდა არაფერი გაუკეთებია. ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ”. – ამბობს დათუნაშვილი ვიდეომიმართვაში.