“აღფრთოვანებული და იმედმოცემული ვარ მას შემდეგ, რაც აქტივისტების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ასეთი შემართებითა და გაბედულებით გამართული აქცია ვნახე, დავინახე მათი აღშფოთება პოზნერის ჩამოსვლით, მათი შეუპოვრობა პოლიციის მიმართ. მაგრამ მე მაინც მაფიქრებს ხალხი, ამ სიტყვის ფართო გაგებით. რამდენად გააზრებული აქვთ ამ ჩამოსვლის როგორც სიმბოლური, ასევე რეალური მნიშვნელობა. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ გადამწყვეტი ძალა იქნება ხალხის მასიური ჩართვა ამ ბრძოლაში.
ამასთან დაკავშირებით მინდა გაგიზიაროთ ჩემთვის საიდუმლოდ დარჩენილი სამი (მრავალთაგანი!!!) შემთხვევა, რაც ჰიტლერის პროპაგანდის რაიხმინისტრის, იოზეფ გებელსის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპების ფანტასტიური შედეგია.
ძნელი სათქმელია, ვინ ვისგან ისწავლა პროპაგანდის მეცნიერება – საბჭოთა კავშირმა ფაშისტური გერმანიისაგან, თუ პირიქით. მაგალითად, კონცენტრაციული ბანაკების იდეა ფაშისტებმა სწორედ ლენინურ-სტალინური საბჭოეთიდან გადმოიღეს. ჯერ სად იყო ჰიტლერი, როცა ლენინის პირადი მითითებით 1920 წელს არხანგელსკის რაიონის პატარა დაბა ხოლმოგორში (რუსების საამაყო ლომონოსოვის დაბადების ადგილი), სამონასტრო კომპლექსში გაიხსნა პირველი, ყველაზე ამაზრზენი კონცენტრაციული ბანაკი, სადაც ერთ წელიწადში 11 ათასი ადამიანი დახვრიტეს ან წამებით მოკლეს.
ამიტომ შესაძლოა, იოზეფ გებელსმა თავისი სახელგანთქმული ცნებები პროპაგანდის შესახებ საბჭოთა გამოცდილების საფუძველზე დაამუშავა და ჩამოაყალიბა. დღეს კი მის მიერ გერმანული პუქტუალობით ფორმულირებულ პრინციპებს არნახული წარმატებით იყენებს პუტინის რუსეთი.
გარდა მისი ცნობილი ფრაზისა – “Gib mir die Medien, und ich werde eine Herde Schweine aus jeder Nation machen” (მომეცით საყოველთაო ინფორმაციის საშუალებანი და მე ნებისმიერ ხალხს/ერს გადავაქცევ ღორების ჯოგად), გებელსს ჩამოყალიბებული აქვს პროპაგანდისტური პრინციპების 11 პუნქტი. ჩემი მთავარი თემის დაწყება ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ სწორედ ამ თემას ეხება და ამიტომ მინდა ამ თერთმეტიდან სამიოდე ძალზე საინტერესო პუნქტი გაგაცნოთ, რათა დარწმუნდეთ, რა ზუსტად ჰქონდა მას გააზრებული პროპაგანდის მეთოდიკა.
პუნქტი პირველი და მეორე: გამარტივების პრინციპი, ანუ ერთი მთავარი მტრის სახის ჩამოყალიბება. აიღეთ ერთი იდეა, ერთი სიმბოლო, მასში გააერთიანეთ დადანაშაულების სხვადასხვა ასპექტი და მიეცით მას ინდივიდუალური სახე. (საქართველოში – ნაციონალური მოძრაობა და მისი სიმბოლო, მიხეილ სააკაშვილი)
პუნქტი მეხუთე: პოპულარიზაციის პრინციპი. პროპაგანდა უნდა იყოს გათვალისწინებული ყველაზე მრავალრიცხოვან და მაშასადამე ყველაზე დაბალი ინტელექტის დონის ადამიანებზე. რაც უფრო ფართო აუდიტორია გაქვთ მიზნად, მით უფრო მარტივი უნდა იყოს პროპაგანდისტული თემა. (საქართველოში – სისხლიანი ცხრა წელი)
პუნქტი მეექვსე: შთაგონების პრინციპი. პროპაგანდა უნდა ეხებოდეს მხოლოდ რამდენიმე იდეას და გამეორდეს განუწყვეტლივ. როგორც ცნობილია, სიცრუე (რაც არ უნდა ფანტასტიური იყოს) თუ საკმაო სიხშირით იქნება გამეორებული, იგი აღიქმება როგორც ჭეშმარიტება. (საქართველოში – სანდრა ორგანოებით ვაჭრობდა)
რასაკვირველია შეამჩნევდით, რომ დღემდე ქოცების მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ, ისევ და ისევ ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, როგორც მთავარ მტერს, დესტრუქციულ ძალას, ქვეყნის მტრებს და ასე შემდეგ.
აი, ეხლა გადავალ ჩემს მთავარ თემაზე, რაც ამ პრინციპების ჭეშმარიტი ზეიმის მაგალითებია.
მაგალითი პირველი. როგორც გახსოვთ, ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალა ახალგაზრდა მედდა. მისი მეუღლის პირველი რეაქცია – „ცოლი ნაცებმა მომიკლეს“. ღმერთო, მაპატიე, რომ ამ საბრალო ადამიანის სიტყვებს ვიმეორებ. მის მიმართ არავითარი ნეგატიური განწყობა არა მაქვს და მთელი გულით ვუსამძიმრებ, რადგან ის ორმაგი მსხვერლია – ქოცების პროპაგანდის და ქოცების ჯანდაცვის უნიათობის. მე მხოლოდ მისი რეაქცია მინდა მოვიყვანო, როგორც გებელსის პრინციპების დღესასწაული.
ხელისუფლებაში არიან ქოცები, ჯანდაცვის მინისტრი არის ივანაშვილის პირადი ფერშალი, რომლის განათლების დონე ტრაკში ნემსის გარჭობის ზევით არ ადის, მაგრამ მისი პასუხისმგებლობაა ვაქცინაციის ჩატარების ორგანიზება და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მიუხედავად ყველაფრისა მოქმედებს მილიონჯერ გამეორებული მანტრა – „სისხლიანი ცხრა წელი“, „სააკაშვილმა დაანგრია ქვეყანა, გააღატაკა ხალხი,“ ნაცები არიან მთავარი ბოროტება და ა. შ. და ა. შ.
მაგალითი მეორე. ერთხელ სტუმრად ჩემს დეიდაშვილთან, ვისთანაც ვცხოვრობ, როცა თბილისში ჩამოვდივარ ხოლმე, მოვიდა ჩვენი ყოფილი თანაკლასელი, ერთგული მეგობარი, კეთილი ადამიანი, ამასთანავე ღატაკი და გაჭირვებული. მისთვის სააკაშვილის ხელისუფლებას არავითარი ზიანი არ მიუყენებია.
პირიქით! შევარდნაძისდროინდელ სიბნელეში აღარ იჯდა, სიცივით აღარ იყინებოდა, წყალი მეხუთე სართულზე ვედროებით აღარ აჰქონდა. მიუხედავად ამისა, როცა 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ვკითხე, ვის აძლევ ხმას-მეთქი, მიპასუხა – „ოღონდ ნაცები არა.“ ეხლა დავუბრუნდები მის სტუმრობას. არ მახსოვს, როგორ ან რატომ შევეხე ამ თემას, მაგრამ დავიწყე ლაპარაკი იმაზე, თუ რამდენად აბსურდული, იდიოტური, ბრიყვული იყო ხელისუფლების მიერ (დღევენდელი ოპოზიციონერი ეკუსა ბესელიას ჩათვლით) ფართოდ და მრავლგზის გამეორებული ბრალდება, რომ სანდრა შედიოდა ციხეში, ამოაჭრიდა პატიმრებს სახვადასხვა ორგანოებს (უმეტესად ღვიძლსა და თირკმლებს) და მერე მიცუმცულებდა მათ გასაყიდად…
ერთი ოცი წუთი მაინც ვიქაქანე იმის შესახებ, თუ რა რთულია ორგანოს გადანერგვა და როგორი სტერილიზებული სივრცეა საჭირო ამგვარი ოპერაციისთვის. ეს ჩემი თანაკლასელი მისმენდა ხმის ამოუღებლად. დავამთავე თუ არა, მისი პირველი წინადადება იყო: „უკრაინაში რომ წავიდა, იქაც იმას აკეთებდა.“ ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს და ცხელ გულზე რამე რომ არ მეთქვა, რასაც მერე ვინანებდი, ოთახიდან გავედი.
მაგალითი მესამე. ამჯერად მსტუმრობს ერთი ჩემი ახლობელი ადამიანი. ისიც კეთილი, უბოროტო, ისიც ღატაკი და გაჭირვებული. პატარა ძაღლი ყავდა, რომელიც ძალიან უყვარდა. შევარდნაძის დროს ისე იყო მისი ბინა გაყინული, რომ ამ ძაღლს ლოგინში იწვენდა, რომ ცოტა გამთბარიყო. ის საცოდავი ძაღლი მალე შიმშილით მოუკვდა. ნაცონალების დროს ცოტა სული მოითქვა, 14-ლარიანი პენსია თითქმის გაუათკეცდა და მისი ჯანმრთელობის პრობლემების ასე თუ ისე გამკლავება შესძლო. მისგანაც გამიგია – „ნაცებს არავითარ შემთხვევაში არ მივცემ ხმას.“ ყველა არჩევენბზე ქოცებს ირჩევდა. ამ უკანასკნელი სტუმრობის დროს (2018 წლის ოტომბერს) რასაკვირველია, არჩევნებზე ჩამოვარდა ლაპარაკი. „მეჯავრება მიშა! დაგვპირდა პენსიებს გაგიზრდითო და არ გაგვიზარდა.“ მე შევეკითხე, ივანაშვილი არ გეჯავრება-მეთქი? ამაზე ისეთი პასუხი მომცა, რომ მზად ვიყავი იქვე მიმეხრჩო: „რა გააკეთა ასეთი?“ ანუ რა გააკეთა ასეთი ივანაშვილმა, რატომ უნდა ეჯავრებოდეს ეს „ქველმოქმედი“ ადამიანი. ხელი ისე დავახეთქე მაგიდას, რომ კანი გამისკდა და სისხლი წამომივიდა. ძვალი დღემდე მტკივა.
აი, მითხარით, არ იყო გებელსი გენიოსი?”
წერს სოციალურ ქსელსი ამერიკასი მოღვაწე პროფესორი, დოდონა კიზირია.