აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების მრჩეველთა კომიტეტის წევრებმა “Moderna-ს” ვაქცინის “ბუსტერული” დოზის გამოყენებას რეკომენდაციაის 65 წელს ზემოთ პირებში მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
კომიტეტის განცხადებით, არსებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ დამატებითი დოზა დამცავი ანტისხეულების რაოდენობას ზრდის.
რეკომენდაციის თანახმად, “ბუსტერული“ დოზით ის ადამიანები უნდა აიცრან, ვინც ვაქცინის მეორე დოზა, სულ მცირე, 6 თვის წინ გაიკეთა.
საბოლოო დასკვნას “ბუსტერებთან” დაკავშირებით აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტი მომავალ კვირას მიიღებს.
ცნობისთვის, 14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ “Moderna-ს” “ბუსტერული” დოზა ანტისხეულების რაოდენობას ზრდის, თუმცა განსხვავება აცრამდე და მის შემდეგ დიდი არ არის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ Moderna მესამე დოზის გარეშეც საკმაოდ ეფექტურია.