ფრანგი ევროპარლამენტარი, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი – რაფაელ გლუკსმანი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართული აქციის შესახებ ტვიტერზე წერს:
“მთელი გულით იმ ათობით ათას ქართველთან ვარ, ვინც თბილისის ქუჩებს სააკაშვილისა და დემოკრატიის გათავისუფლებისთვის იკავებს. ევროკავშირმა მათ მხარი უნდა დაუჭიროს და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მან [ევროკავშირმა] ამ პასუხისმგებლობას თავი არ აარიდოს.”