გადამწყვეტი მეორე ტურის წინ ოპოზიცია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. მხარდამჭერებს საკუთარ გეგმებსა და ხედვაზე ანზორ მელია ესაუბრა. მერობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ნეძის მოსახლეობას შეხვდა.
ანზორ მელია ზუგდიდში გამარჯვებაში დარწმუნებულია.
“ყველა ბრძოლის ჟინით არის შებყრობილი და რაც მთავარია, მეც. როგორც არასოდეს ისეთი ბრძოლისუნარიანი ვარ. ამათ უსინდისობას საზღვარი არ აქვს. მე, როგორც მერობის კანდიდატი, ყველაფერს გავაკეთებ რომ გავიმარჯვო და არ მივცემ უფლებას გააყალბონ არჩევნები. ყველანი დავდგებით იმ საარჩევნო კომისიის წინ და დავიცავთ ჩვენს ხმებს”,- ამბობს ანზორ მელია.