ვეტერანი ფეხბურთელი და თბილისის მერი კახა კალაძე გურიის ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ გამარჯვებას ეხმაურება.
„ქართულ სპორტში, ქართულ ფეხბურთში სასიხარულო ამბავი მოხდა! პირველად, ისტორიაში, ქართული საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. გურიის ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეტაპი გადალახა.
ჩვენმა გოგონებმა გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონი „კლუჟი“ 1:0 დაამარცხეს! ვულოცავ ! მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს! ვუსურვებ წინსვლას და გამარჯვებებს ამ ასპარეზობაში! ვგულშემატკივრობთ მთელი საქართველო!“, – წერს კალაძე.