“ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვის საპასუხოდ, ქართველ საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, “უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ დაუჯერონ”.
მისი თქმით, ეს არის მაგალითი, თუ რა “აბსურდში ამყოფებს” “ნაციონალური მოძრაობა” ქართულ საზოგადოებას.
“ქართველ საჯარო მოხელეებს მოვუწოდებ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ დაუჯერონ, ეს არის მგონი ყველაზე სწორი მოწოდება და ყველაზე ნათელი ახსნა, თუ რა აბსურდში ამყოფებს მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” მთლიან ქართულ საზოგადოებას. უკრაინის მოქალაქე მოწოდებით მიმართავს ქართველ საჯარო მოხელეებს”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 18 ოქტომბერს ციხიდან კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, რომლითაც ის საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებსა და სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.