II ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება

ცესკოს განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა შეაჯამეს 2 ოქტომბრის არჩევნები კანონიერ ძალაში შესული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების და ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

შესაბამისად, არჩევნების II ჩატარდება 20 ქალაქსა და თემში 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში.

ცესკოს განცხადებით, მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში II ტურში გადავიდნენ:

  • ვადამდელი არჩევნები – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • ლელო;
  • ევროპელი სოციალისტები;
  • გახარია საქართველოსთვის;
  • თავისუფალი საქართველო;
  • თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
  • ქართული ოცნება ერთიანი საქართველოს;
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 1 კანდიდატი;

მერის არჩევნებში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • გახარია საქართველოსთვის;
  • თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
  • ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო;
  • და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 1 კანდიდატი;

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share